სვანეთი — საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე. იგი მოიცავს კავკასიონის ქედის სამხრეთ კალთებს და მდინარეების ენგურისა და ცხენისწყლის ზემოწელს. ისტორიულ სვანეთში შედიოდა აგრეთვე ე. წ. აფხაზეთის სვანეთი (მდინარე კოდორის ზედა ნაწილი), სამეგრელოს, ზემო რაჭისა და ლეჩხუმის მოსაზღვრე რეგიონები.
ადრინდელ საუკუნეებში სვანეთი კოლხეთის სამეფოს შემადგენელი ნაწილი იყო, შემდეგ ეგრისის სამეფოსი. XI-XV საუკუნეებში ერთიანი საქართველოს საერისთავო იყო. როდესაც საქართველო დაიშალა სამეფო-სამთავროებად, სვანეთიც რამდენიმე ნაწილად გაიყო: თავისუფალ, სადადეშქელიანო და სადადიანო სვანეთად.
ამჟამად სვანეთი ორ ნაწილად იყოფა, ზემო და ქვემო სვანეთად. მათ ჰყოფს მაღალი სვანეთის ქედი ლატფარის ზეკარით. ზემო სვანეთი შეიცავს მდინარე ენგურის ხეობას სათავიდან სამეგრელოს საზღვრამდე, ხოლო ქვემო სვანეთი — ცხენისწყლის ხეობას სათავიდან მურის ხიდამდე (ქ. ცაგერის სიახლოვეს).
თანამედროვე ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით ზემო სვანეთი შედის სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის მესტიის რაიონში, ქვემო სვანეთი — რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის მხარის ლენტეხის რაიონში. სვანეთის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ქართველია, კერძოდ მათი ეთნოგრაფიული ჯგუფი — სვანები.

წმ. გიორგის სახელობის ეკლესია (ჯგრაგ) მდებარეობს ნასოფლარის ჩრდილო ნაწილში, დამრეცი ფერდის მცირე გავაკებაზე. ძეგლზე მცენარეული საფარისა და ნაყარის მოხსნის შედეგად გამოჩნდა სამნაწილიანი ნაგებობის მიწის ქვეშ მოქცეული სხვადასხვა სიმაღლის კედლები. იგი წარმოადგენს აღმოსავლეთ-დასავლეთ ხაზზე დამხრობილ (მცირეოდენი დამხრობით) ერთნავიან დარბაზულ ეკლესიას (6,5X4,5 მ) დასავლეთი (2,5X მ) და სამხრეთი (6,5X3,5 მ) ოთხკუთხა მინაშენებით.
ცენტრალური სათავსოს (დარბაზის) კედლების შემორჩენილი სიმაღლე 1,5 მ-დან 2 მ-მდეა, დასავლეთის სათავსოსი 10 სმ-დან 50 სმ-მდე, სამხრეთის სათავსოდან მარტო საძირკველია შემორჩენილი. დარბაზის დონესთან შედარებით ერთი საფეხურით ამაღლებული (სიმაღლე 0,6 მ), აღმოსავლეთისაკენ მიმართული საკურთხევლის აბსიდი გეგმით ნახევარწრიულია (გაშლილი ნახევარწრე). იგი დარბაზს ცენტრალურ ნაწილში მოწყობილ, შირიმის კვადრების ორი საფეხურისაგან შემდგარი აღსავლით (კიბით) უკავშირდება. აღსავლის ორივე მხარეზე შემორჩენილია შირიმის კვადრების ორი საფეხურისგან შემდგარი საკურთხევლის წინ აღსამართავი ჯვრების ბაზები (სიმაღლე 20 სმ, სიგანე _ 35 სმ). აბსიდის მოედნის (არდაბაგის) კიდეზე გაყოლებულია შირიმის კვადრებისაგან გამოყვანილი 20 სმ სიმაღლისა და 40 სმ სიგანის შელესილი კანკელის (ზღუდარის) ქვედა ნაწილი, რომელზეც მოხატულობის კვალია შემორჩენილი. აბსიდის აღმოსავლეთ კედლის ცენტრში მოწყობილია კედელზე მიდგმული, კირის ხსნარზე შირიმით გამოყვანილი შელესილი ტრაპეზი (შემორჩენილი სიმაღლე _ 42 სმ, სიგანე _ 60 სმ, სისქე _ 45 სმ), რომლის მარჯვნივ შემორჩენილია კედელში დატანებული პატარა, ოთხკუთხა ნიში.
ინტერიერში, ჩრდილოეთისა და სამხრეთის კედლების ძირში, დარბაზს 35 სმ სიგანისა და 20 სმ სიმაღლის შირიმის კვადრებისაგან შედგენილი შელესილი ხარიხა (ჩამოსაჯდომი) შემოუყვება. ანალოგიური ზომის ერთსაფეხურიანი ცოკოლი ნავს საფასადო მხრიდანაც ჰქონდა შემოვლებული, მომცრო კარი (სიგანე 1 მ) დარბაზსა და დასავლეთის მინაშენსაც დასავლეთ კედელში აქვს დატანებული. აბსიდის მოედნისა და დარბაზის იატაკი კირის ხსნარის სქელი ფენითაა მოსწორებული.
ეკლესიის ცენტრალური სათავსოს კედლის (სისქე 80 სმ) წყობა პერანგულია, საშენად გამოყენებულია შირიმის კვადრები. საშუალო ზომის კვადრების ორ პარალელურ რიგს შორის სივრცე ამოვსებულია წვრილი ქვითა და კირის ხსნარით. თითოეული რიგის სიმაღლე მერყეობს 35-40 სმ-ს შორის. მოსაპირკეთებელი კვადრების სისქე 15-20 სმ-ია. კედლებში სიმძიმის მასის ძირითად დატვირთვას არა გარეთა კვადრები, არამედ მათ შორის სივრცის შემვსები დუღაბი ღებულობს. ნაკერის სისქე მინიმუმამდეა დაყვანილი. კვადრებს შორის წარმოქმნილი ღრიჭოები კირის ხსნარითაა ამოვსებული. კვადრები საგულდაგულოდ ერთმანეთზე ისეა მორგებული, რომ ხსნარი გარეთ არ დაღვრილიყო.
დასავლეთისა და სამხრეთის მინაშენების კედლის (სისქე _ 80 სმ) წყობაში გამოყენებულია სხვადასხვა ზომის ნატეხი ქვა, შემკრავად _ კირის ხსნარი, ორივე სათავსოს იატაკი თიხატკეპნილია.
ეკლესიის აღმოსავლეთ კედლის ძირში, სადაც ზედაპირულად მოჩანდა რამდენიმე საფლავის ქვა, გაითხარა ქვების შესაბამისი ორი სამარხი, რომლებშიც აღმოჩნდა ქრისტიანული წესით დაკრძალული თითო მიცვალებულის ჩონჩხი. ჩონჩხები კარგად იყო
დაცული, ინვენტარი სამარხებში არ აღმოჩენილა.
როგორც შემორჩენილ ნიმბისა და რეგისტრის გამყოფი ორნამენტის ფრაგმენტებით ირკვევა, ხეშკილში კანკელი წმინდანებით ყოფილა მოხატული.
ეკლესიის აღმოსავლეთ კედლის ძირში აღმოჩნდა სარკმლის სათაური ქვები, რომლებზეც „აყვავებული“ (განედლებული) ჯვრის ფრესკული გამოსახულებაა და შირიმის ქვაში გამოკვეთილი ცხვრის თავ-კისერი, რომელიც ალბათ ფასადს ამკობდა.
ხეშკილის არქეოლოგიურმა გათხრებმა საშუალება მისცა მკვლევარებს დაედგინათ ეკლესიის ორი სამშენებლო პერიოდი: ზედა ჰორიზონტი წარმოდგენილია დასავლეთისა და სამხრეთის ოთხკუთხა სათავსოებით, ქვედა ჰორიზონტის ნაგებობა კი დარბაზული ტიპის მცირე ეკლესიით.

სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე — მხარე დასავლეთ საქართველოში, მოიცავს ისტორიულ–გეოგრაფიული პროვინციებისსამეგრელოს და სვანეთის (ნაწილობრივ) ტერიტორიებს. რეგიონის საერთაშორისო კოდია: GE-SZ. სამეგრელოსა და ზემო სვანეთის მხარეში შედის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შემდეგი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულები:
სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში შედის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შემდეგი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულები:ადმინისტრაციული საქართველოს ცენტრალურ ჩრდილო–დასავლეთ ნაწილში. რეგიონის ტერიტორიასაქართველოს ტერიტორიის 10.6%-ია, რაც შეადგენს 7.4 ათას კვ. კმ-ს, ამ მონაცემით სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონს მეორე ადგილი უკავია საქართველოს რეგიონებს შორის, ხოლო ტყეებს უკავიათ 3.01 ათასი კვ. კმ. ანუ რეგიონის მთლიანი ფართობის 40.7 %.
დასავლეთიდან სამეგრელო-ზემო სვანეთს აფხაზეთი და შავი ზღვა, ჩრდილოეთიდან მთავარი წყალგამყოფი ქედი, ჩრდილო-აღმოსავლეთიდან და აღმოსავლეთიდან რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის რეგიონი (საზღვარი სვანეთის, ეგრისის ქედზე და ასხის მასივზეა), სამხრეთ-აღმოსავლეთით იმერეთის და სამხრეთით გურიის რეგიონი ესაზღვრება.
ზემო სვანეთი საქართველოს ჰიფსომეტრიულ «ჭერად» ითვლება. მისი ტერიტორიის 96% ზღვის დონიდან 1000მ-ზე, ხოლო 65.8 % 2000მ-ზე მაღლა არის განლაგებული. ზომიერი კლიმატი, ბუნებრივი სილამაზე და დაცული ფაუნა ზამთრისა და ზაფხულის ტურიზმის განვითარების საშუალებას იძლევა.
No comments:
Post a Comment